Wednesday, February 26, 2014
დღე მესამე
გადავიმეორეთ შესწავლილი მასალა. შევედით ჩვენს ბლოგზე, პროექტში მოვახდინეთ ცვლილებები, შევისწავლეთ როგორ მივაბათ სიახლე, ფოტოები,გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. ვიმსჯელეთ მათ შესახებ. ზოგადი:სიცოცხლისათვის საჭიროა ბრძოლა? შევუწყოთ თუ არა ხელი ბუნებაში წონასწორობა რომ არ დაირღვეს? თემატური:ადამიანი სამყაროს გვირგვინი, როგორ ეპატრონება ადამიანი ბუნებას? უვლის ისე როგორც ღმერთმა დაუწესა? რა სარგებლობა მოაქვს ბუნებას ადამიანისათვის? რა მოვალეობა გვაკისრია ბუნების წინაშე? შინაარსობრივი:რა საფრთხეს შეიცავს გარემოს დაბინძურება? რა იწვევს დათბობას დედამიწაზე? არის თუ არა საფრთხე განადგურებული ტყეები? ემუქრება თუ არა გადაშენების საფრთხე ზოგიერთ ცხოველსა და ფრინველს? რა უნდა გააკეთოს თითოეულმა შვენგანმა რომ დავეხმაროთ ბუნებას?
Saturday, February 22, 2014
დღე მეორე
შევადგინეთ ჩვენი ელ. ფოსტა. ვიმუშავეთ შაბლონში, დავასათაურე ჩემი თემა, ასევე გჩავწერე ქვესათაურები, მოვიძიე ფოტოები,შევქმენით ჩემი ბლოგი,შევისწავლე შესრულებული სამუშაოს გადატანა ბლოგზე.
Wednesday, February 19, 2014
პირველი დღე
პირველ დღეს შევისწავლეტ უკეთესად მუშაობა კომპიუტერთან. გავეცანით როგორ ხდებოდა მონიშვნა, ჩანიშვნა,ჩაკეცვა,ენის შეცვლა,გამუქება,დახრა,ამოჭრა
შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე
წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
Subscribe to:
Posts (Atom)